ევრონიუს ჯორჯია აგრძელებს საუბარს საქართველოს სამხატვრო გალერეებსა და საინტერესო გამოფენებზე. ამჯერად, გაგაცნობთ მეტად საინტერესო კონცეფციის მქონე გალერეას „ვერნისაჟი“. ამჟამად გალერეაში მხატვარ ანკა კალატოზიშვილის გამოფენა მიმდინარეობს სახელწოდებით „ჯინა“. ანკამ ეს ნამუშევრები დედას მიუძღვნა და ექსპოზიციას ამიტომაც ჰქვია მისი სახელი – ჯინა.
ნახეთ და გაეცანით არაჩვეულებრივი ხელოვანის ანკა კალატოზიშვილის ნამუშევრებს ევრონიუს ჯორჯიას რუბრიკაში „გალერეა“.