კატეგორიები

გენო პეტრიაშვილი ფინალშია!

გენო პეტრიაშვილი ფინალშია!

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველი გენო პეტრიაშვილი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ფინალში გავიდა.

ნახევარფინალში მან აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი დაამარცხა და შაბათს, 10 აგვისტოს, ფინალურ ორთაბრძოლაში ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს შეებრძოლება.

გენო პეტრიაშვილი ტურნირზე მეორე ნომრად იყო განთესილი. ის ოლიმპიური თამაშების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი, ასევე მსოფლიოს სამგზისა და ევროპის ორგზის ჩემპიონია. პეტრიაშვილის ფინალში გასვლის შედეგად საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა უკვე გაინაღდა მეხუთე მედალი.

დაკავშირებული ამბები
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები