მთავარიევროპაბულგარეთიბულგარეთის სკოლებში ლგბტქ „პროპაგანდას” კრძალავენ

ბულგარეთის სკოლებში ლგბტქ „პროპაგანდას” კრძალავენ

7 აგვისტოს ბულგარეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც სკოლებში ლგბტ „პროპაგანდას“ კრძალავს.

კანონში ნახსენებია ტერმინი „არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია“, რასაც ოპოზიციური პარტიებისა თუ სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა. ისინი აცხადებენ, რომ ტექსტი დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.

სკოლამდელი და სასკოლო განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს 159-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და ის პრორუსულმა პარტიამ „აღორძინებამ“ წარადგინა. კანონი კრძალავს განათლების სფეროში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ იდეებისა და შეხედულებების პირდაპირი ან ირიბი გზით წახალისებას. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში კანონის საწინააღდეგო საპროტესტო აქციები დაიწყო.

„ეს კანონი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ქონის დანაშაულად გამოცხადების პირველი ნაბიჯია. ჩემთვის ეს კანონი სრულიად მიუღებელია და ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ღირებულებებს“, – ამბობს ერთ-ერთი აქციის მონაწილე ივან ივანოვი.

დემონსტრანტები ამბობენ, რომ პოლიტიკური პარტიები პრორუსული კანონის გატანას ცდილობენ.

საპროტესტო აქციის მონაწილე ბულგარეთის პარლამენტთან, სოფია, ბულგარეთი, 8 აგვისტო, 2024 წელი Copyright AP Photo/Valentina Petrova

„ბულგარეთის მთავრობა რუსეთისკენ იხრება და არა დასავლეთისკენ. ჩემი აზრით, ეს საკანონმდებლო ცვლილებების მხოლოდ პირველი ნაბიჯია. მომავალში ლგბტქ+ საზოგადოებას უფრო მეტ შეზღუდვებს დაუწესებენ“, – ამბობს აქციის მონაწილე.

სამოქალაქო აქტივისტები თუ უფლებადამცველები ამბობენ, რომ შესწორება შეუძლებელს გახდის სკოლებში მოზარდების, ასევე ლგბტ თემის წარმომადგენლების შევიწროებისგან დაცვას. არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, კანონი არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend