კატეგორიები

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ირანის შემდეგ აზერბაიჯანში ჩავიდა

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ირანის შემდეგ აზერბაიჯანში ჩავიდა

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერგეი შოიგუ ირანსა და აზერბაიჯანში ჩავიდა. გავრცელებული ცნობებით, მხარეებმა ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთში მზარდ დაძაბულობასა და 3+3 ფორმატზე.

ირანის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა რუსეთს ქვეყნის „მეგობარი” უწოდა, ხოლო ურთიერთობები მოსკოვთან „სტრატეგიულ ურთიერთობებად” მოიხსენია.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ და ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეშექზიანი, თეირანი, ირანი, 5 აგვისტო, 2024 წელი Copyright AP Photo

„ნიუ-იორკ ტაიმზის” ინფორმაციით, თეირანში საუბარი შეეხო სამხედრო თანამშრომლობასაც. უფრო კონკრეტულად კი, გამოცემა ვარაუდობს, რომ ირანმა კრემლს სთხოვა თანამედროვე თავდაცვითი იარაღი, რომლის მიწოდებაც ამავე წყაროს ცნობით, უკვე დაიწყო.

ირანისა და რუსეთის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება ხდება იმ ფონზე, როდესაც მთელი მსოფლიო ელოდება ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმას.

Related news
მარკო რუბიო სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა ეკონომიკის სამინისტრო აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ცნობას ეხმაურება
სხვა ამბები