კატეგორიები

თურქეთში Instagram-ი გაურკვეველი მიზეზითა და დროით დაბლოკეს

თურქეთში Instagram-ი გაურკვეველი მიზეზითა და დროით დაბლოკეს
თურქეთში სოციალური მედიის პლატფორმა Instagram დაბლოკეს. ასევე დაბლოკილია სოციალური ქსელის მობილურ აპლიკაციაზე წვდომაც.

დაბლოკვის გადაწყვეტილება თურქეთის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახურმა (BTK) მიიღო. უწყებაში არ საუბრობენ Instagram-ის დაბლოკვის მიზეზსა და ხანგრძლივობაზე.

მანამდე თურქეთის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ფაჰრეთინ ალტუნმა გააკრიტიკა პლატფორმა „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს გარდაცვალებისადმი მიძღვნილი პოსტის დაბლოკვის გამო.

„ვგმობ სოციალური მედიის პლატფორმას Instagram-ს, რომელიც ხელს უშლიდა ხალხს გამოექვეყნებინა სამძიმრის შეტყობინებები ჰენიეს მოწამებრივად გარდაცვალების გამო. ეს არის ცენზურის ძალიან მკაფიო მცდელობა“, – თქვა ფაჰრეთინ ალტუნმა.

Related news
სტამბოლში ათიათასობით მოქალაქემ ექრემ იმამოღლუს ერთწლიანი პატიმრობა გააპროტესტა თურქეთის პრეზიდენტი ირანს „პროვოკაციული ნაბიჯების“ თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს
სხვა ამბები