კატარის მედიის ცნობით, ისმაილ ჰანიე ირანიდან კატარის დედაქალაქ დოჰაში გადაასვენეს. მას პარასკევს დაკრძალავენ.
მანამდე ჰანიეს პანაშვიდი თეირანში გაიმართა. მისი ხსოვნის პატივსაცემად აღვლენილ ლოცვას უძღვებოდა ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი.
ცერემონია ჩატარდა თეირანის ცენტრში, თეირანის უნივერსიტეტთან, სადაც ხალხი ჰანიეს პორტრეტებითა და პალესტინის დროშებით შეიკრიბა. ირანის უზენაესმა ლიდერმა პირობა დადო, რომ ისრაელი პასუხს აგებს მისი მკვლელობის გამო.
,,ჰეზბოლას ლიდერმა“, რომელმაც თავისი მეთაურის, ფუად შუქრის, დაღუპვა დაადასტურა, განაცხადა, რომ ისრაელთან კონფლიქტი ახალ ფაზაში შევიდა. მისი თქმით, ლიბანის მებრძოლთა ჯგუფი ყველა ფრონტზე საბრძოლველად მზად არის.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარიც აცხადებს, რომ ისრაელის არმია მობილიზებულია როგორც თავდაცვის მიმართულებით, ასევე შეტევით ფრონტზე.
“Hezbollah is a global terror organization that poses a global threat. Their ongoing aggression and attacks are dragging the region into a wider escalation. While we prefer to resolve hostilities without a wider war, we remain fully prepared for any scenario.”
Listen to IDF… pic.twitter.com/aCooOx7x0b
— Israel Defense Forces (@IDF) August 1, 2024
,,IDF-ის ძალები განლაგებული არიან ჰაერში, ზღვასა და ხმელეთზე. ისინი მზად არიან ნებისმიერი სცენარისთვის, მაგალითად, თავდასხმებისთვის, რომლებიც მათგან უახლოეს პერიოდშია მოსალოდნელი“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ.