კატეგორიები

ევროკომისია უნგრეთისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს

ევროკომისია უნგრეთისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს

ევროკომისია უნგრეთს სთხოვს ახსნა-განმარტებას, თუ რატომ გადაწყვიტა შეემსუბუქებინა სავიზო რეჟიმი რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის.

ბრიუსელში შიშობენ, რომ ბუდაპეშტის პოლიტიკამ შესაძლოა გამოიწვიოს ბლოკის ქვეყნებში რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების უკონტროლო გადაადგილება, რაც თავის მხრივ საფრთხეს უქმნის ბლოკის უსაფრთხოების სტანდარტებს შენგენის ზონაში.

ევროკომისარი შინაგან საქმეთა საკითხებში ილვა იოჰანსონი ფიქრობს, რომ ამგვარად ევროკავშირში შესაძლოა თავისუფლად მოხვდნენ რუსი ჯაშუშები და დივერსანტები.

„ამას უპასუხოდ ვერ დავტოვებთ”, – განაცხადა იოჰანსონმა. ბუდაპეშტს ვადა 19 აგვისტომდე აქვს, უპასუხოს ევროკომისიის კითხვებს. ამის შემდეგ კი, ბრიუსელში ამბობენ, რომ შესაბამის ზომებს მიიღებენ.

დაკავშირებული ამბები
პეტერ მადიარის მთავრობა პრეზიდენტ ტამაშ შუიოკის გადაყენებისთვის კონსტიტუციის შეცვლას გეგმავს პრემიერ-მინისტრის მოთხოვნის მიუხედავად უნგრეთის პრეზიდენტმა თანამდებობა არ დატოვა
სხვა ამბები