კატეგორიები

„ჰამასის“ ლიდერის მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ

„ჰამასის“ ლიდერის მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ
ირანში ეხმაურებიან „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობას და მომხდარში ისრაელს ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ისრაელი პასუხს აგებს „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობის გამო.

თეირანში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა ირანის უზენაესი ლიდერი. მისი თქმით, ისრაელი “სერიოზულად დაისჯება”.

ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსშიც აცხადებენ, რომ ირანში „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო შურს იძიებდნენ.

ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობას მსოფლიო ლიდერებიც ეხმიანებიან – ისინი გმობენ ჰანიეს მკვლელობას და იმედოვნებენ, რომ დაპირისპირებული მხარეები კონფლიქტს მოაგვარებენ და ის ფართომასშტაბიან ომში არ გადაიზრდება.

დაკავშირებული ამბები
ისრაელის ძალებმა „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერი, იზ ალ-დინ ალ-ჰადადი მოკლეს ღაზაში ისრაელის იერიშს სამი პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა
სხვა ამბები