26 ივლისს, თბილისის დროით 21:30 საათზე, საფრანგეთის დედაქალაქში ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნება. ისტორიაში პირველად, გახსნის ცერემონია არა სტადიონზე, არამედ მდინარეზე იქნება.
ამ უდიდესი სპორტული ღონისძიების ორგანიზატორებმა მდინარე სენა გახსნის ცერემონიისთვის განსაკუთრებულად მოამზადეს. ოლიმპიადის მონაწილე სპორტსმენების მსვლელობა სწორედ მდინარე სენადან დაიწყება.
The Olympic Cauldron was lit with a burning arrow on this day at Barcelona 1992. 🔥
As archery kicks off today at #Paris2024, we're throwing back to that unforgettable moment.🏹✨@worldarchery pic.twitter.com/G9YiuJmZmD
— The Olympic Games (@Olympics) July 25, 2024
ყველა ქვეყნის დელეგაციას საკუთარი ნავი ეყოლება, რომლებიც აღჭურვილი იქნება ვიდეოკამერებით, შესაბამისად ტელეეკრანებთან მჯდომ მაყურებელს ოლიმპიელი სპორტსმენების ახლოდან ხილვა შეეძლებათ.
სპორტსმენები ნავებით ტროკადერომდე 6 კილომეტრს გაივლიან, სადაც ოლიმპიადის გახსნის შოუ გაიმართება.
უკრაინაში რუსეთის ომის მიუხედავად, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას პარიზის ოლიმპიადაზე აუცილებლად ეყოლება სპორტსმენთა დელეგაცია.
Today, I spoke with our Olympic athletes who will represent Ukraine at the Summer Games in Paris this week. It is a significant achievement for Ukrainians that, amidst such a war and full-scale Russian terror, we have prepared and are participating in the Olympics. Our flag and… pic.twitter.com/n9QF5aWT0J
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) July 24, 2024
ასევე ცნობილია, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთისა და ბელარუსის წარმომადგენლებს ნეიტრალური სტატუსით, დროშებისა და სხვა ეროვნული ატრიბუტიკის გარეშე თამაშებში მონაწილეობის უფლება მისცა.
პარიზის ოლიმპიურ თამაშებში 206 ქვეყნის 10 000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს დელეგაციას 28 სპორტსმენი ეყოლება.
ქართველი სპორტსმენების მედროშეები ლეგენდარული ლაშა ტალახაძე და ნინო სალუქვაძე იქნებიან. ნინო სალუქვაძე რეკორდულ, მეათე ოლიმპიადაში იღებს მონაწილეობას. მას 1988 წლის სეულის ოლიმპიადის შემდეგ, არც ერთი შეჯიბრი არ გამოუტოვებია.
პარიზში საქართველოს დელეგაციის ყველაზე პატარა წევრი 15 წლის დებიუტანტი ანა ნიჟარაძეა. ის ცურვაში შეეცდება ოქროს მოპოვებას. ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე 1952 წლიდან მონაწილეობენ. ჰელსინკის ოლიმპიადიდან მოყოლებული, საქართველოს ჰყავს 37 ოლიმპიური ჩემპიონი. ქართველი სპორტსმენები მედლებისთვის ბრძოლას 27 ივლისიდან დაიწყებენ. პირველი ასპარეზობაში ჩაერთვება 21 წლის ძიუდოისტი, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ოლიმპიადის დებიუტანტი გიორგი სარდალაშვილი.
პარიზის ოლიმპიური თამაშები 11 აგვისტოს დასრულდება.