პარიზის ქუჩები უკვე ივსება გულშემატკივრებითა და მაყურებლით, რომლებსაც სურთ, რომ 2 კვირის განმავლობაში საოცარ სანახაობას დაესწრონ.
მდინარე სენაზე გახსნის ცერემონიისთვის სამზადისი თითქმის დასრულებულია. მდინარე სენადან კი სპორტსმენები ეიფელისკენ დაიძვრებიან.
ვინც პარიზშია, მაგრამ არ აქვს ოლიმპიური თამაშების ბილეთები, შეუძლიათ დატკბნენ Parc de la Villette-ში მოწყობილი სივრცით, სადაც სპეციალურად მოწყობილ სტენდებზე, გულშემატკივრებს შეუძლიათ თითქმის ყველა ქვეყნის კულტურას გაეცნონ და პარიზიდან გაუსვლელად, ვირტუალურად მოინახულონ ამ ქვეყნების ღირსშესანიშნაობები.
წლევანდელი ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე მეჩირაღდნე ცნობილი ამერიკელი რეპერი სნუპ დოგი იქნება. ის ამბობს, რომ ძალიან ამაყი და ბედნიერია, ასეთი მნიშვნელოვანი მისიისთვის. მეჩირაღდნეობასთან ერთად სნუპ დოგი ოლიმპიური თამაშების დროს ტელეკომპანია NBC-ის კორესპონდენტიც იქნება. ის ადგილზე დაესწრება შეჯიბრებებს და ღონისძიებებს. სნუპ დოგი უკვე 10 დღეა პარიზშია და ემზადება საპასუხისმგებლო მისიისთვის.
ჩირაღდნის ესტაფეტა 68 საფეხურს მოიცავს, სანამ ოლიმპიური ცეცხლი სენის სანაპირომდე მივა.https://t.co/aqyzlgOkgS
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) July 24, 2024
„ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მე აქ ჩემ განუყრელ მეგობარ, დოქტორ დრესთან ერთად ვიქნები. ჩვენ სტუდიაში ერთად საოცრებებს ვქმნით. პარიზი საოცარი ქალაქია, ბედნიერი ვარ აქ ყოფნით“,- თქვა სნუპ დოგმა.