მთავარისაქართველო„ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებები დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის ქმედებებზე“- მეთიუ მილერი

„ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებები დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის ქმედებებზე“- მეთიუ მილერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე საქართველოს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკური გადაწყვეტილებებს საქართველოს მთავრობის ქმედებები განსაზღვრავს.

„თუ ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს გადავხედავთ, ნათელია, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები საქართველოს მთავრობის ქმედებებით არის განპირობებული. სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები საქართველოსთან ურთიერთობებს გადახედავდა. შეზღუდვების პირველი ეტაპი დაიწყო. ოფიციალური პირების წინააღმდეგ პირველი სანქციები ამოქმედდა და ჯერ კიდევ გრძელდება აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადახედვა“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს სანქცირებულ პირთა შესახებ კვლავ დაუსვეს კითხვა, თუმცა მეთიუ მილერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს ინფორმაცია საჯარო არ არის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend