მთავარისაქართველოსუსი ადასტურებს, რომ იძიებს ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტს

სუსი ადასტურებს, რომ იძიებს ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს. ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით”,-ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკვე რამდენიმე დღეა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იბარებენ უკრაინაში მებრძოლ ქართველებს. გუშინ კი ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ გაიხსენა რობერტ ფიცოსა და დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობები და თქვა, რომ ეს ყველაფერი „გლობალური ომის პარტიის მიერ ხდება“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend