მთავარისაქართველოNDI-მ საპარლამენტო არჩევნებისთვის გრძელვადიანი შეფასების მისია დაიწყო

NDI-მ საპარლამენტო არჩევნებისთვის გრძელვადიანი შეფასების მისია დაიწყო

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის გრძელვადიანი შეფასების მისია დაიწყო. NDI-ის შემფასებლების გუნდი ხუთი ანალიტიკოსის, მისიის ხელმძღვანელისა და მათი თანაშემწეებისგან შედგება.

საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, ანალიტიკოსები თბილისში უკვე ჩამოვიდნენ და საქართველოში ნოემბრის ჩათვლით დარჩებიან. მათივე განცხადებით, გუნდი არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემატურ საკითხს შეისწავლის, მათ შორის: საარჩევნო კამპანიის პროცესს, საარჩევნო ადმინისტრაციას, მედიასა და საინფორმაციო გარემოს. ასევე მისიის წარმომადგენლები იმუშავებენ გენდერისა და ინკლუზიის საკითხებს.

ისინი მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მმართველ და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ასევე მედიას შეხვდებიან. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მომავალი თვეების განმავლობაში ისინი რეკომენდაციებს შეიმუშავებენ წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებით.

დღემდე NDI მსოფლიოს ყველა რეგიონში 200-მდე არჩევნებს დააკვირდა, მათ შორის, საქართველოში 1992 წლიდან ჩატარებულ ყველა საერთო არჩევნებს. მისია დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend