კატეგორიები

“მზად ხართ?” – სნუპ დოგი ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე იქნება

“მზად ხართ?” – სნუპ დოგი ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე იქნება
პარიზის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ოფიციალური გახსნა 26 ივლისს იგეგმება.

იქამდე კი უფრო და უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი იმის შესახებ, თუ ვინ მიიტანს ოლიმპიურ ცეცხლს გახსნის ცერემონიაზე.

როგორც ცნობილია, მეჩირაღდნეებს შორის იქნება ამერიკელი რეპერი და მსახიობი სნუპ დოგი. მუსიკოსი უკვე პარიზში იმყოფება და სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა.

მზად ხართ?- წერს მუსიკოსი პლატფორმა იქსზე სადაც მას 20 მილიონი მიმდევარი ჰყავს.

ოლიმპიადის გახსნის ცერემონია პარასკევს საღამოს მდინარე სენაზე გაიმართება, სადაც სპორტსმენები ნავებით საზეიმოდ ჩაივლიან. ჩირაღდნის ესტაფეტა 68 საფეხურს მოიცავს, სანამ ის დანიშნულების ბოლო პუნქტამდე, სენის სანაპირომდე მივა.

Related news
თურქეთი აცხადებს, რომ NATO-ს თავდაცვის სისტემამ ირანიდან გაშვებული მორიგი რაკეტა გაანეიტრალა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება „ჩვენს ინტერესში არ შედის“
სხვა ამბები