მთავარისაქართველოაქციებზე დაკავებულების საქმე ‌

აქციებზე დაკავებულების საქმე ‌

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) საზოგადოებას სთავაზობს, რომ პირადი თავდებობით გამოუცხადონ მხარდაჭერა 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს, რომელთაც პროკურატურა ე.წ. გამჭვირვალობის“ კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს პოლიციის ჯებირის დაზიანებას ედავება და სასამართლო მათ პატიმრობაში ტოვებს.

DRI-ის დამფუძნებელი უჩა ნანუაშვილი და დირექტორი თამარ ხიდაშელი თავადაც აპირებენ ბრალდებულებს დაუდგნენ თავდებში. დაცვის მხარის შუამდგომლობა ახალგაზრდებისთვის პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ, მოსამართლე ნათია გუდაძემ დღეს, 24 ივლისს, არ გაითვალისწინა.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) საზოგადოებას სთავაზობს, 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს გვერდში პირადი თავდებობის გზით დაუდგნენ. პირადი თავდებობა მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთი სახეა, რომლითაც სანდო პირები იღებენ წერილობით პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, რომ ისინი უზრუნველყოფენ ბრალდებულების სათანადო ქცევასა და გამომძიებელთან, პროკურორთან, ასევე სასამართლოში გამოცხადებას. ასევე ბრალდებულებს თავდებში დაუდგებიან „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი უჩა ნანუაშვილი და დირექტორი თამარ ხიდაშელი.

„ჩვენ გვახსოვს, რომ სწორედ პოლიცია იყო აგრესიისა და ძალადობის ინიციატორი. ეს საქმეები დღემდე არის გამოუძიებელი. არც ერთი ადამიანი არ დასჯილა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მშვიდობიან მოქალაქეებზე განხორციელდა. თუმცა ამ დროს ვხედავთ, რომ 400-ლარიანი ზიანის გამო ახალგაზრდები ეწირებიან სისტემას“, – აცხადებს „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელი” უჩა ნანუაშვილი.

ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულები საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი პატიმრობაში რჩებიან. დაცვის მხარის შუამდგომლობა ახალგაზრდებისთვის პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ, მოსამართლემ ნათია გუდაძემ არ გაითვალისწინა. შემდეგი სასამართლო სხდომა 30 ივლისს გაიმართება, სადაც დაცვის მხარე მტკიცებულებებს წარმოადგენს და მოითხოვს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend