კატეგორიები

„მხოლოდ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის მომავალი“ – მეთიუ მილერი

„მხოლოდ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის მომავალი“ – მეთიუ მილერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დროს რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე საუბრობს. მეთიუ მილერის განცხადებით, რუსეთი არაერთი ქვეყნის არჩევნებში ჩაერია. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ამბობს, რომ არჩევნებზე მხოლოდ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის მომავალი.

„გვინახავს რუსეთის არა მხოლოდ მცდელობები, არამედ არჩევნებში პირდაპირი ჩარევა, როგორც რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში. ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს. არაერთხელ გვითქვამს და კვლავ გავიმეორებთ, რომ ქართველმა ხალხმა და მხოლოდ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის მომავალი“, – ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი.

მეთიუ მილერის თქმით, აშშ ყურადღებით აკვირდება რუსეთის მცდელობებს, მსოფლიოს მასშტაბით გავლენა მოახდინოს ამა თუ იმ არჩევნებზე.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები