საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის მომავალი საგარეო და თავდაცვის მინისტერიალის შეხვედრები უნგრეთის ნაცვლად ბრიუსელში გაიმართება. ამის მიზეზი კი უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიციაა.
„რუსეთი არის აგრესორი, რომელიც არღვევს გაეროს წესდებას, უკრაინა კი – მსხვერპლი, რომელიც იყენებს თავდაცვის ფუნდამენტურ უფლებას. ისინი სიმართლეს ამბობენ. ევროკავშირის პოლიტიკა არ არის ომის მომხრე პოლიტიკა, ჩვენ ამას კატეგორიულად უარვყოფთ. გაეროს უშიშროების საბჭოშიც კი, მინისტრ ლავროვის მოწვევით, ჩემი გზავნილი იყო, რომ ევროკავშირს არ აქვს ომის პოლიტიკა. მივხვდი, რომ ჩვენ სიმბოლურად უნდა აღგვენიშნა, რომ ევროკავშირი უპირველეს ყოვლისა მსგავს პოლიტიკას ეწინააღმდეგება. ხოლო ევროკავშირის ომის მხარედ წარმოჩენას გარკვეული შედეგები უნდა მოჰყვეს, ფორმალური თუ სიმბოლური. ამიტომ მიმაჩნია, რომ ბევრად უფრო მიზანშეწონილია, შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ბრიუსელში ჩატარება“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ბრიუსელში მინისტრთა შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას ბორელმა თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მინისტრთა უმრავლესობამ უნგრეთთან დაკავშირებით ერთნაირი პოზიცია გამოხატა.