კატეგორიები

„არ იყო შესაფერისი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის“ – ტრამპი ბაიდენის შესახებ

„არ იყო შესაფერისი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის“ – ტრამპი ბაიდენის შესახებ

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ. მან ბაიდენს თაღლითი უწოდა და თქვა, რომ ის არ იმსახურებდა ამ თანამდებობაზე ყოფნას.

„თაღლითი ჯო ბაიდენი არ იყო შესაფერისი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის და, რა თქმა უნდა, არ იყო შესაფერისი ამ სამსახურისთვის”, – დაწერა ტრამპმა.

‌ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შემდეგ დემოკრატიული პარტიის კანდიდატად სწორედ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი.

დაკავშირებული ამბები
ვაშინგტონმა დაიწყო ევროპაში საკუთარი სამხედრო ძალების განლაგების გადახედვის პროცესი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ირანთან მოლაპარაკებები „კარგად“ მიმდინარეობს
სხვა ამბები