მთავარისაქართველოახალი პლატფორმა ემიგრანტების დასახმარებლად

ახალი პლატფორმა ემიგრანტების დასახმარებლად

22 ივლისს დარეგისტრირდა ახალი პლატფორმა, რომელიც საზღვარგარეთ მყოფ ემიგრანტებს დაეხმარება, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.

გამართულ შეხვედრაზე პლატფორმის დამფუძნებლებმა წარადგინეს პროექტი და ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც ამ პროგრამას ახლავს.

„ჩვენი გათვლით 200 000-ზე მეტი ამომრჩეველი უნდა დაემატოს. წარმოიდგინეთ, ბოლო არჩევნებზე მხოლოდ 13 000-ამდე ემიგრანტმა მიიღო მონაწილეობა და შეიძლება ეს ციფრი 20-ჯერაც კი გაიზარდოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნისა და ასევე ემიგრანტებისთვის”, – ამბობს ბაჩანა შენგელია, ორგანიზაცია „ემგიდის” თანადამფუძნებელი და იურისტი.

ორგანიზაციის წევრების თქმით, ისინი ემიგრანტ ამომრჩევლებს ტრანსპორტირებაშიც დაეხმარებიან.

ემიგრანტების მთავარი გამოწვევა სწორედ ის არის, რომ საზღვარგარეთ არ არის ბევრი საარჩევნო უბანი და მათ ათასობით კილომეტრის გავლა უწევთ ხმის მისაცემად.

პროგრამის ფარგლებში შეიქმნა ასევე საიტი, რომელზეც დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ ემიგრანტს მხარდაჭერის მისაღებად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend