კატეგორიები

ძლიერ სიცხეებს ევროპაში მსხვერპლი მოჰყვა

ძლიერ სიცხეებს ევროპაში მსხვერპლი მოჰყვა
საბერძნეთის კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ოთხშაბათს მნახველებისთვის  აკროპოლისი  რამდენიმე საათით დაიხურა. 

მეტეოროლოგები ამბობენ, რომ ჩრდილოეთ აფრიკიდან თბილი ჰაერის მასების შემოსვლა კვირამდე გაგრძელდება. დღეს ქვეყანაში, გუშინდელის მსგავსად, 43 გრადუს სიცხეს ელიან.

ძლიერი სიცხის მიუხედავად, დუბროვნიკის ძველი ქალაქის ქუჩები სავსე იყო ტურისტებით. ხორვატიაში, ადრიატიკის ზღვის აკვატორიაში, რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა. ტურისტები თან ქალაქის ღირსშესანიშნაობას ათვალიერებდნენ და თან  ჩრდილს ეძებდნენ, რათა მცხუნვარე მზისგან დაეცვათ თავი. ახლომდებარე კურორტის სანაპირო ზოლები კი სავსე იყო ხალხით. ისინი წყლის პირას გაგრილებას ცდილობდნენ.

ძლიერი სიცხის შედეგად იასიში ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთ-ერთი მოქალაქე კი მძიმე მდგომარეობაშია. ექიმები მოქალაქეებს ურჩევენ, გაეცნონ ჰიპერთერმიისა და დეჰიდრატაციის სიმპტომებს და იმოქმედონ რაც შეიძლება სწრაფად. რუმინეთში ამჟამად განგაშის ნარინჯისფერი დონე მოქმედებს.

დაკავშირებული ამბები
საფრანგეთის თვითმმართველობის არჩევნები როგორც წინასწარი სამზადისი საპრეზიდენტო რბოლამდე უნგრეთს მოსკოვისთვის ევროკავშირის კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებენ
სხვა ამბები