მთავარიEUROPEN UNION“სამშვიდობო მისია” - ორბანის წერილი ევროკავშირს

“სამშვიდობო მისია” – ორბანის წერილი ევროკავშირს

ვიქტორ ორბანი ევროკავშირის ლიდერებს წერს, რომ თუ დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გახდება, იგი რუსეთ-უკრაინის ომში მშვიდობის შუამავალის როლს შეასრულებს.

წერილის მთავარი ადრესატი ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელია, თუმცა უნგრეთის პრემიერ წერილი ევროკავშირის ყველა ლიდერმა მიიღო.

„შემიძლია დარწმუნებით განვაცხადო, ტრამპი არ დაელოდება  ინაუგურაციას და მზად იქნება არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაუყოვნებლივ გახდეს მშვიდობის შუამავალი” მას ამისთვის დეტალური და დასაბუთებული გეგმები აქვს“, – წერს ორბანი.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს იმასაც, რომ „სამხედრო კონფლიქტი უახლოეს მომავალში რადიკალურად გამწვავდება“ და ამ მოვლენებზე რეალური ზეგავლენის შესაძლებლობა ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთთან ერთად, თურქეთს ექნება.

თვითგამოცხადებული “სამშვიდობო მისიის” ფარგლებში ორბანი უკვე ჩავიდა კიევში, მოსკოვსა და პეკინში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend