მთავარიაზიაღაზაღაზაში ჰუმანიტარული კრიზისი კიდევ უფრო მწვავდება

ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისი კიდევ უფრო მწვავდება

პალესტინელი დევნილები საკვების მისაღებად ღაზის ცენტრალურ ნაწილში, დეირ ალ-ბალაჰში, საქველმოქმედო სამზარეულოსთან დგანან. რაციონი, ძირითადად, ბრინჯისა და ლობიოსგან შედგება. სურსათის ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე მათთვის მთავარი გამოწვევა სწორედ საკვებისა და წყლის მოპოვებაა. ახლა ღაზაში სასურსათო დაუცველობა თითქმის ყველას პრობლემაა.

მაისში ისრაელის რაფაჰზე თავდასხმის შედეგად ათასობით ადამიანის გადასახლებამ ღაზაში არსებული ჰუმანიტარული კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა. პროგნოზი კი, კიდევ უფრო დრამატულია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მომდევნო თვეებში მდგომარეობა გართულდება და 495 000-ზე მეტი ადამიანისთვის, ანუ 2.3 მილიონიანი მოსახლეობის მეხუთედზე მეტისთვის, სურსათზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაძნელდება.

ისრაელმა ღაზაში ომი 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ დაიწყო. მაშინ „ჰამასის” სამხრეთ ისრაელზე თავდასხმას დაახლოებით 1200 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულები ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მას შემდეგ ღაზაში ისრაელის იერიშებს 38 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მოსახლეობის უმეტესობა ახლა ღაზის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში განთავსებულ კარვებში ცხოვრობს. სამხედრო აქტივობებმა უდიდესი ნგრევა, ზიანი და ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. შედეგად ასიათასობით ადამიანი ახლა შიმშილის ზღვარზეა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend