მთავარიევროპასომხეთიაშშ-მა და სომხეთმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

აშშ-მა და სომხეთმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

ორშაბათს სომხეთმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო შეერთებულ შტატებთან, რომელიც შეფასებულია როგორც ნაბიჯი, რომელიც ასახავს ნიკოლ ფაშინიანის მცდელობას, რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვის ფონზე უფრო მჭიდრო ურთიერთობა დაამყაროს აშშ-სთან და სხვა დასავლელ მოკავშირეებთან.

სომხეთის თავდაცვის მინისტრის, სურენ პაპიკიანის განცხადებით, სამხედროო წვრთნები მიზნად ისახავს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქვედანაყოფების თავსებადობის გაზრდას.

წვრთნები 24 ივლისამდე გაგრძელდება

სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი ქვეყანაა, რომელსაც რუსეთი ხელმზღვანელობს, თუმცა ბოლო დროს მოსკოვთან დიპლომატიური დაძაბულობის ფონზე, სომხეთი სულ უფრო და უფრო შორდება კრემლის პოლიტიკურ ორბიტას.

ურთიერთობები განსაკუთრებით გაცივდა მას შემდეგ, რაც ერევანმა დაადანაშაულა რუსეთი, რომ მან და მისმა სამშვიდობო ჯარებმა ვერ შეძლეს აზერბაიჯანის თავდასხმის თავიდან აცილება 2020 წელს.

მოსკოვმა უარყო ბრალდებები და ამტკიცებდა, რომ მის სამშვიდობო ჯარებს არ ჰქონდათ კონფლიქტში ჩარევის მანდატი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend