კატეგორიები

უნგრეთში სითბური ტალღის გამო მაღალი ტემპერატურაა

უნგრეთში სითბური ტალღის გამო მაღალი ტემპერატურაა
უნგრეთში სითბური ტალღებით გამოწვეული ძლიერი სიცხეა. უკვე ხუთი დღეა, ქვეყანაში გაფრთხილების მესამე დონეა გამოცხადებული.

ოფიციალური პირები მოსახლეობას მოუწოდებენ, მიიღონ საკმარისი წყალი და თავი არ დაიტვირთონ, რადგან ძლიერი სიცხე ადამიანის ორგანიზმისთვის დამატებითი სტრესია.

ექსპერტების თქმით, ამ დღეების განმავლობაში, ტემპერატურა საშუალო მაჩვენებელს 8-10 გრადუსით აღემატება. თუ ასეთი სიცხეები გაგრძელდება, ამჟამინდელი სითბური ტალღა, შესაძლოა, უნგრეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოდგეს.

პროგნოზის მიხედვით, პიკური ტემპერატურა სამშაბათს იქნება და 38 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს. დანარჩენი კვირის განმავლობაში კი 33 გრადუსი ცელსიუსი შენარჩუნდება.

დაკავშირებული ამბები
უნგრეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბოდიში და შეჩერებული ეთერი უნგრეთი ისევ უარს ამბობს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე
სხვა ამბები