მთავარიევროპაბოსნია და ჰერცეგოვინასრებრენიცის ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა

სრებრენიცის ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა

ათასობით ადამიანი ჩავიდა პოტოკარში სამდღიანი მსვლელობის შემდეგ იმ მარშრუტით, რომელიც 1995 წლის ივლისში ბევრმა თავშესაფრისა და თავისუფლების ძიებაში გაიარა.

მონაწილეებს შორის იყვნენ სრებრენიცაში დაღუპულ მებრძოლთა შვილები. ისინი ისევე ხელჩაკიდებულები მიდიოდნენ, როგორც მათი მამები.

წელს ეს მსვლელობა განსაკუთრებით რთული იყო ინტენსიური სიცხისა და რთული რელიეფის გამო.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მარშში დაახლოებით 6000-ამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 250 ბავშვი იყო.

აქტივისტებს თან ჰქონდათ პლაკატები წარწერით „ჩვენ არასდროს დავივიწყებთ გენოციდს სრებრენიცაში“.

მარშში მონაწილეებმა სრებრენიცაში დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი.

ბელგრადში აქცია გამართეს უფლებადამცველებმაც.

2024 წლის მაისში გაერომ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლის მიხედვით, დაწესდა 1995 წელს სრებრენიცაში ხოცვა-ჟლეტის დროს დაღუპულ ბოსნიელ მუსლიმთა ხსოვნის დღე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend