მთავარიმსოფლიოNATOნატოს დეკლარაცია საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ჩანაწერის გარეშე

ნატოს დეკლარაცია საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ჩანაწერის გარეშე

„ჩვენ დღეს შევთანხმდით, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები.“ – ეს იყო 2008 წელს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის 24 -ე პუნქტი.

მას შემდეგ 16 წელი გავიდა და 2024 წელს, პირველად ნატოს სამიტის დეკლარაციაში საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები საერთოდ აღარ ახსენეს.

დეკლარაციაში რეგიონის მნიშვნელობაზეცაა საუბარი. მაგალითად, ბალკანეთის რეგიონის განხილვისას ნათქვამია, რომ შავ ზღვას ასევე აქვს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ნატოსთვის. ამის საფუძველზე ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს კიდევ აქვს მომავალი ევროატლანტიკურ ალიანსში.

დასავლეთსა და საქართველოს შორის გაუარესებულ ურთიერთობები ნატოს კომუნიკემდე ცხადყო ამერიკის შეერთებულმა შტატების გადაწყვეტილებამ განუსაზღვრელი ვადით გადაედო “ღირსეული პარტნიორი 2024“.

იქამდე კი საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა გააყინა 30 მილიონი ევროს დახმარება, რომელიც განკუთვნილი იყო ევროპის მშვიდობის ფონდიდან (EPF) საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის გადარიცხვის მიზნით.

ამ მოვლენებს ასე გამოეხმაურა ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი თანამშრომელი, ლუკ კოფი:

“2008 წლის შემდეგ მთელი ჩადებული შრომა რუსული კანონის წყალობით წყალში ჩაიყარა

ნათელი, ტრაგიკული და უდავო მტკიცებულება იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროატლანტიკური გზა შეაფერხა”,-წერს კოფი სოციალურ პლატფორმა x-ზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend