მთავარიმსოფლიოNATOდღეს ვაშინგტონში ნატოს სამიტი იწყება, რომელიც 11 ივლისამდე გასტანს

დღეს ვაშინგტონში ნატოს სამიტი იწყება, რომელიც 11 ივლისამდე გასტანს

სამიტის წინ, რომელიც ალიანსის 75 წლისთავს ეძღვნება, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს პენტაგონში შეხვდა. მათი განცხადებით, ისინი გააგრძელებენ მუშაობას ალიანსის გაძლიერებისთვის. ეს მოვლენები კი უპრეცედენტო გამოწვევების – უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე ხდება.

რუსეთი აგრძელებს უკრაინაში სასტიკ ომსა და  ავიაიერიშებს, რომლებსაც უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები ეწირებიან. ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გმობს ამ საშინელ თავდასხმებს.

სამიტზე ლიდერები მიიღებენ გადაწყვეტილებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გააძლიერონ მხარდაჭერა უკრაინისადმი.

სტოლტენბერგის თქმით, ნატო არ დაიღლება უკრაინის გვერდით დგომით,  რუსეთმა კი უნდა გაიაზროს, რომ საბოლოოდ ამ ომიდან უკრაინელი ხალხი, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ერი, ისე გამოვა.

უკრაინაში მიმდინარე ომის გარდა, ჩინეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მომდინარე მზარდმა გამოწვევებმა ეჭვქვეშ დააყენა რამდენიმე საკვანძო წევრი ქვეყნის მიერ  მოკავშირეების დაცვის საკითხი.

მეორე მხრივ, ჩნდება კითხვა, რამდენად  აქვს ჯო ბაიდენს იმის შესაძლებლობა, რომ დაამარცხოს თავისი წინამორბედი და  ნატოს მიმართ სკეპტიკურად განწყობილი დონალდ ტრამპი და უხელმძღვანელოს ალიანსის ყველაზე ძლიერ წევრ ქვეყანას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend