დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლამიმ განაცხადა, რომ ვესტმინს-ტერის ვალდებულება უკრაინის მიმართ არის ურყევი.
ნატოს სამიტის წინ დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ორივე ქვეყანა მზად არის, უკრაინას გრძელვადიანი მხარდაჭერა გაუწიოს.
,,ვფიქრობ, უახლოეს დღეებში ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას და პუტინს ვაჩვენებთ, რომ ვართ იქ, სადაც უკრაინის მხარდაჭერაზე ფიქრობენ. ვგულისხმობ როგორც ფინანსურ, ისე სამხედრო დახმარებას. ალიანსი ძალიან მტკიცეა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთიანი პოზიცია“- განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლამიმ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, ნატოს ლიდერები ალიანსის 75-ე სამიტზე წარადგენენ ერთიან გეგმას. მისი თქმით, პოლონეთი უკრაინის დახმარების მხრივ ლიდერია.
,,დავამტკიცებთ, რომ ჩვენ ვართ ყველაზე ძლიერი ალიანსი ისტორიაში და რომ უკრაინის ბედი ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებშია. ახლა ყველაზე სწორი ნაბიჯი, რომელიც პუტინმა შეიძლება გადადგას, უკან დახევაა. რადგან მან დამღუპველი, კრიმინალური შეცდომა დაუშვა“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ.
დევიდ ლემი საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში გერმანიასა და შვედეთს ესტუმრა. ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების აღდგენას ისახავს მიზნად. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების სურვილია, გააუმჯობესოს ევროკავშირთან დიდი ბრიტანეთის სავაჭრო შეთანხმება, რომელიც, დევიდ ლამის აზრით, „ჩავარდნილია“.