კატეგორიები

თალიბებმა ციხეში უფლებადამცველი ქალი აწამეს და გააუპატიურეს

თალიბებმა ციხეში უფლებადამცველი ქალი აწამეს და გააუპატიურეს

თალიბების მიერ ციხეში ნაწამებმა ავღანელმა უფლებადამცველმა ქალმა წამების ვიდეო ჟურნალისტებს გადასცა. მედიის ცნობით, ეს ჩანაწერი პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ თალიბები ციხეებში ქალებს სასტიკად ეპყრობიან.

დაზარალებულმა უფლებადამცველმა, რომლის ვინაობასაც არ ასაჯაროებენ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ძალადობის ამსახველი ვიდეო მას თალიბმა მებრძოლებმა თავადვე გადაუღეს და შემდეგ დასაშინებლად გაუგზავნეს.

თალიბები ემუქრებოდნენ უფლებადამცველს, რომ ისინი გამოაქვეყნებდნენ ვიდეოს ინტერნეტში, თუ ის არ შეწყვეტდა თალიბანის რეჟიმის კრიტიკას.

დაკავშირებული ამბები
პაკისტანმა ავღანეთზე იერიშები მიიტანა ავღანეთში მიწისძვრას 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა და 300-ზე მეტი დაშავდა
სხვა ამბები