მთავარიევროპასომხეთი„სომხეთს ახალი კონსტიტუცია სჭირდება" - ფაშინიანი

„სომხეთს ახალი კონსტიტუცია სჭირდება” – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ქვეყანას ახალი კონსტიტუცია სჭირდება.

„ჩვენს ქვეყანას ახალი კონსტიტუცია სჭირდება. ვსაუბრობ არა იმდენად ახალ ტექსტზე, რამდენადაც მისი შექმნისა და მიღების ახალ მეთოდზე. ჩვენ გვჭირდება ახალი კონსტიტუცია, რომელსაც ხალხი მათ მიერ შექმნილად და მიღებულად თვლის და მიიჩნევს, რომ ის, რაც მასში წერია, შეესაბამება მათ იდეებს მათ მიერ შექმნილი სახელმწიფოს შესახებ და ამ სახელმწიფოში ხალხსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობების შესახებ“, – ამბობს ფაშინიანი.

პრემიერის თქმით, ქვეყანას უნდა ჰქონდეს რეფერენდუმის გზით ხალხის მიერ მიღებული კონსტიტუცია, რომელმაც სომხეთი რეგიონში უფრო კონკურენტუნარიანი ქვეყანა უნდა გახადოს.

იქამდე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თქვა, რომ სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა სომხეთის კონსტიტუციის შეცვლაა, რადგან მისივე თქმით, სომხეთის კონსტიტუცია შეიცავს ტერიტორიულ პრეტენზიებს აზერბაიჯანის მიმართ.

სომხეთის პრემიერის განცხადებამდე ფაშინიანის ოპონენტები და მოქალაქეები აპროტესტებდნენ აზერბაიჯანის მოთხოვნას მთიანი ყარაბაღის ტერიტორიასთან დაკავშირებით კონსტიტუციური ჩანაწერის გაუქმების შესახებ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend