მთავარისაქართველოსაქართველოს თავდაცვის სამინისტრო „ღირსეული პარტნიორის” გადადებას ეხმიანება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „ღირსეული პარტნიორის” გადადებას ეხმიანება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ეხმიანება აშშ-ის მიერ საქართველოსთან სამხედრო წვრთნების განუსაზღვრელი ვადით გადადებას.

„დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადების შესახებ.

საერთაშორისო სწავლებებს, მათ შორის „ღირსეული პარტნიორი 2024“-ს სარგებელი მოაქვს, როგორც საქართველოსთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისა და მასში მონაწილე პარტნიორი ქვეყნებისთვის, რადგან ხელს უწყობს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, სამხედრო მოსამსახურეების შესაძლებლობების განვითარებას, პროფესიონალიზმის ამაღლებასა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას”, – წერია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, სწავლების გადადების მიუხედავად მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის „მტკიცე სული 2025″.

5 ივლისს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა დაიწყო საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა, რომლის ფარგლებშიც შეერთებული შტატები განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში სამხედრო სწავლებას „ღირსეული პარტნიორი“ .

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend