კატეგორიები

„ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლები იფიცებიან

„ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლები იფიცებიან

კომპანია „ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლების განცხადებით, 12 ივლისის 12 საათიდან სრულმასშტაბიან გაფიცვას დაიწყებენ მანამდე, სანამ მათი მოთხოვნები: ანაზღაურების ზრდა და შრომის ღირსეული პირობების შექმნა, სრულად არ შესრულდება.

პროფკავშირ „ლაბორის” წევრების თქმით, „ევოლუშენ ჯორჯიას” 8500 თანამშრომლიდან 4000-ზე მეტი გაიფიცება. ისინი კომპანიას თანამშრომლების მიმართ არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ. დავა კომპანიასა და მის თანამშრომლებს შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც გავრცელდა „ევოლუშენ ჯორჯიას” მენეჯერების სამსახურებრივი მიმოწერები, სადაც ისინი დასაქმებულებს დისკრიმინაციული ხასიათის შეურაცხყოფას აყენებენ.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები