მთავარისაქართველოაშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში სამხედრო სწავლებას „ღირსეული პარტნიორი”

აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში სამხედრო სწავლებას „ღირსეული პარტნიორი”

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა წამოიწყო აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა, რომლის ფარგლებშიც შეერთებული შტატები განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში სამხედრო სწავლებას „ღირსეული პარტნიორი“. ამავე წყაროს ინფორმაციით, ეს სწავლება უნდა გამართულიყო 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე.

თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში წერია, რომ გადაწყვეტილება გამომდინარეობს საქართველოს მთავრობის მხრიდან დასავლელი პარტნიორების მიმართ ყალბი ბრალდებების გამო, რომელიც გულისხმობს, რომ აშშ და სხვა დასავლელი პარტნიორები საქართველოზე ზეწოლას ახდენენ მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. ასევე იმ ინფორმაციის გამო, რომ დასავლეთი მმართველი პარტიის წინააღმდეგ გადატრიალების ორ მცდელობაში იღებდა მონაწილეობას.

როგორც თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში წერია, შეერთებული შტატების მთავრობამ დაადგინა, რომ ახლა არის შეუფერებელი დრო საქართველოში მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს თავდაცვის ძალებთან პარტნიორობას, რათა გააძლიეროს საქართველოს შესაძლებლობები სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ უკვე მრავალი წელია იმართება საქართველოში აშშ-ის პატრონაჟითა და ფინანსური მხარდაჭერით. ამ სწავლებაში ჩართულნი იყვნენ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები. სწავლება მიზნად ისახავდა ნატოსთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend