მთავარიაზიაღაზახან-იუნისში ისრაელის ავიაიერიშის შედეგად შვიდი პალესტინელი დაიღუპა

ხან-იუნისში ისრაელის ავიაიერიშის შედეგად შვიდი პალესტინელი დაიღუპა

ხან-იუნისში, ნასერის საავადმყოფოსთან ახლოს, ისრაელის ავიაიერიშის შედეგად შვიდი პალესტინელი დაიღუპა. როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ისრაელმა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილებიდან მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა.

ნასერის საავადმყოფო მდებარეობს ქალაქის დასავლეთ ნაწილში, რომელიც ისრაელს უსაფრთხო ჰუმანიტარულ ზონად აქვს გამოცხადებული. ისრაელის სამხედროების რუკების მიხედვით, პალესტინელები სწორედ ამ ადგილას უნდა გადასულიყვნენ.

თუმცა ხან-იუნისის აღმოსავლეთ ნაწილებიდან იძულებით გადაადგილებულ პალესტინელებს უჭირთ საცხოვრებელი ადგილის მოძიება, ყველა შენობა გადატვირთულია.

ისრაელის დაბომბის შედეგად ჩამოშლილი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში ეძებენ ცხედრებსა და გადარჩენილებს, ხან-იუნისი, ღაზის სექტორი, 3 ივლისი, 2024 წელი Copyright AP Photo/Jehad alshrafi

გუშინ ერთ-ერთი იერიშის დროს ჭურვი თავშესაფრად გადაკეთებულ სკოლას მოხვდა. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7 ოქტომბერს დაწყებული კონფლიქტის შედეგად 37 953 მოქალაქე დაიღუპა, 87 266 კი დაიჭრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend