მთავარისაქართველოგელათში დროებითი ერთიანი გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს

გელათში დროებითი ერთიანი გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოების გადასაღებად სარეაბილიტაციო საბჭოს წარმომადგენლებმა ჟურნალისტები მიიწვიეს და მათ შორის, ევრონიუს ჯორჯიას გადამღებ ჯგუფსაც ჰქონდა საშუალება გადაეღო ტერიტორია.

რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, არქიმანდრიტმა კირიონმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მთავარი ტაძრის დროებითი ერთიანი გადახურვა და ამ სამუშაოს გერმანელი სპეციალისტები ასრულებენ. იმავე წყაროს ცნობით, სამუშაოები მიმდინარეობს გერმანული კომპანიის, „ლეერის”, მიერ წარმოებული მასალებით, რომლებიც სპეციალურად გელათის კონსტრუქციაზეა მორგებული. დროებითი გადახურვის კონსტრუქცია ტაძრის სტრუქტურას საერთოდ არ ეხება და ამით არის ის უნიკალური.

სამუშაოები 6 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ტაძარი კი, საზოგადოებისთვის 2 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით დაიკეტება. გადახურვის შემდეგ დაიწყება გელათის ტაძრის სველი კედლების გაშრობის სამუშაოები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend