კატეგორიები

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. 2024 წელს საგამოცდო ცენტრები საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიხსნა, მათ შორისაა: თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი და გორი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. უწყების ცნობით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე აბიტურიენტებისთვის მუდმივად ვრცელდება სიახლეები რუბრიკაში „რჩევები აბიტურიენტებს”.

ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ საგამოცდო სესიაზე აბიტურიენტების 93%-ზე მეტი მივიდა, ხოლო ერთმა დააგვიანა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები