მთავარიევროპაუნგრეთივიქტორ ორბანი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა

ვიქტორ ორბანი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოულოდნელი ვიზიტით კიევში გაემგზავრა. ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. რუსეთის სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ევროკავშირის ერთ-ერთი პრორუსი ლიდერი პირველად ეწვია უკრაინას.

ორბანის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა უნგრულ საინფორმაციო სააგენტო MTI-ს დაუდასტურა, რომ პრემიერ-მინისტრი მოლაპარაკებებისთვის უკრაინის დედაქალაქში დილით ჩავიდა. ბერტალან ჰავასიმ განაცხადა, რომ შეხვედრის მთავარი თემა იქნება მშვიდობის დამყარების შესაძლებლობა. ორბანი და ზელენსკი უნგრეთ-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებსაც განიხილავენ.

ორბანი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უახლოესი მოკავშირეა ევროკავშირში, რეგულარულად ბლოკავს, აჭიანურებს ან აფერხებს ევროკავშირის ძალისხმევას უკრაინის დასახმარებლად.

უკრაინელებს ადანაშაულებენ, რომ ისინი ქვეყნის დასავლეთ რეგიონში, კერძოდ, ზაკარპატიაში, ეთნიკურად უნგრელ უმცირესობას არასათანადოდ ეპყრობიან. ზელენსკი და ორბანი შეხვედრის დროს ამ საკითხსაც განიხილავენ.

უნგრეთმა ევროკავშირის თავმჯდომარეობა როტაციული პრინციპით პირველ ივლისს გადაიბარა. როგორც ცნობილია, უნგრეთმა უკრაინისთვის მილიარდობით ევროს სამხედრო დახმარება დაბლოკა, რამაც სხვა წევრ ქვეყნებში იმედგაცრუება გამოიწვია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend