კატეგორიები

ტრაგიკული შემთხვევა ბოლნისში

ტრაგიკული შემთხვევა ბოლნისში

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო სწავლების დროს სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც, ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი კახაბერ ზურაბაშვილი.

უწყების ცნობით, შემთხვევის მიზეზების დასადგენად თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები დეტალურ გამოკვლევას აწარმოებენ.

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული შემთხვევის გამო და დაღუპული პილოტის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები