კატეგორიები

საქართველოში 16 ათასზე მეტი ინდოელი სტუდენტი სწავლობს

საქართველოში 16 ათასზე მეტი ინდოელი სტუდენტი სწავლობს

საქართველო იმ ქვეყნების ათეულში შედის, სადაც ყველაზე მეტი ინდოელი სტუდენტი სწავლობს. კერძოდ, ამ სიაში ჩვენს ქვეყანას მეცხრე ადგილი უკავია აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, გერმანიის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, რუსეთისა და ყირგიზეთის შემდეგ.

საინვესტიციო ბანკ Galt&Tagart-ის განათლების სექტორის კვლევის მიხედვით, ამჟამად საქართველოში 16 ათასზე მეტი ინდოელი სტუდენტი სწავლობს, 2028 წლისთვის კი მათი რაოდენობა შეიძლება გაორმაგდეს, რაც უმაღლესი განათლების სისტემას წლიურად 160 მილიონ დოლარს შესძენს.

ინდოელი სტუდენტებისთვის საქართველოს პოპულარობას სწავლისა და საცხოვრებელი ხარჯების შედარებითი სიიაფე, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა და ქართული დიპლომების ინდოეთში აღიარების წესი განაპირობებს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები