მთავარისაქართველოსაქართველომ ევროპაზე ითამაშა

საქართველომ ევროპაზე ითამაშა

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ერთ-ერთ ფავორიტთან, ესპანეთის ნაკრებთან, 4:1 დამარცხდა. პირველ ტაიმში ანგარიში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა გახსნეს, ოთარ კაკაბაძის ჩაწოდების შემდეგ ბურთი საკუთარ კარში რობიმ ლე ნორმდადმა ჩაჭრა.

პირველი ტაიმის მიწურულს 39-ე წუთზე როდრიმ ანგარიში გაათანაბრა და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმში ესპანეთის ნაკრებმა 3 უპასუხო გოლის გატანა შეძლო. 51-ე წუთზე ფაბიან რუიზმა ესპანეთის ნაკრები დააწინაურა, 75-ე წუთზე უილიამსმა ესპანეთის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში დანი ოლმომ 83-ე წუთზე დააფიქსირა.

ესპანეთის ნაკრები მეოთხედფინალში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. საქართველო ევრო 2024-ზე ერთადერთი დებიუტანტი ნაკრებია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend