მთავარიმსოფლიოსიგურნი უივერი მიიღებს ვენეციის კინოფესტივალის საპატიო ოქროს ლომს

სიგურნი უივერი მიიღებს ვენეციის კინოფესტივალის საპატიო ოქროს ლომს

ამერიკელი მსახიობი ქალი მიიღებს ჯილდოს  ვენეციის 81-ე კინოფესტივალზე, რომელიც 28 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

ოსკარზე სამჯერ წარდგენილი მსახიობი ქალის სიგურნი უივერი სიცოცხლის მანძილზე კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის მიიღებს წლევანდელი ვენეციის კინოფესტივალის ოქროს ლომს.

უივერი ყველაზე მეტად ცნობილია იმ როლებით, რომლებიც შეასრულა  ფილმებში „უცხო“ და „ავატარი“, კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა ასევე თავისი როლებით ფილმებში „გორილები ნისლში“, „საქმიანი გოგონა“ და „ყინულის ქარიშხალი“. ამ უკანასკნელში მან მიიღო BAFTA-ს ჯილდო მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის.

ვენეციის 81-ე კინოფესტივალზე წარსადგენი ფილმების სრული სია 23 ივლისს გამოქვეყნდება. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ოქროს ლომს ავსტრალიელი კინორეჟისორი პიტერ უირიც მიიღებს, ხოლო ფრანგი მსახიობი ქალი იზაბელ იუპერი ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის ხელმძღვანელი იქნება.

ავტორი: დევიდ მორიქონი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend