მთავარიგადაცემებიCULTGamesummit 2024 – ვიდეოთამაშები, შოუ და კონკურენცია

Gamesummit 2024 – ვიდეოთამაშები, შოუ და კონკურენცია

ვიდეოთამაშების მოყვარულები, დეველოპერები და ამ სექტორის ლიდერები ერთად შეიკრიბნენ  აზერბაიჯანის დედაქალაქში სამიტზე, რომელიც ვიდეოთამაშების ინდუსტრიის განვითარებას ემსახურება. ვიდეოთამაშების მოყვარულთა ენთუზიაზმისა და ამ სფეროში მიმდინარე სიახლეების ამბავს ევრონიუს ჯორჯიას შაბათ-კვირის ეთერში მოგიყვებით.

აზერბაიჯანის სიცოცხლით სავსე დედაქალაქმა ბაქომ უმასპინძლა   ვიდეოთამაშების სამიტს – Gamesummit 2024, რომელიც ვიდეოთამაშების ინდუსტრიის ლიდერებისა და მოყვარულების შეხვედრის ადგილია. Gamesummit 2024-ი თავისი შესანიშნავი გამომსვლელებით, გამოფენებითა და მთელი მსოფლიოდან ჩამოსული გაწაფული მოთამაშეებით, დაუვიწყარი თავგადასავალი გამოდგა.

გეიმსამიტის ყურადღების ცენტრში იყო ვირტუალური სპორტი  დიდი კონკურენციითა და შესანიშნავი მოთამაშეებით.

სამიტის მონაწილეები, ფაქტობრივად, სამოთხეში მოხვდნენ, რადგან საკუთარი თვალით ნახეს ბოლო თაობის ვიდეოთამაშები და ტექნოლოგიები. ის ენთუზიაზმი და ჩართულობა, რომელიც გეიმსამიტზე გამომჟღავნდა, აჩვენებს ვიდეოთამაშების სიყვარულსა  და ტექნოლოგიურ ინოვაციას,  რომლებიც თამაშების ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს.

ბაქოში ჩატარებულმა გეიმსამიტმა ნამდვილად შექმნა ახალი სტანდარტი, თუ როგორი უნდა იყოს  ვიდეოთამაშების ინდუსტრიისთვის გამართული ღონისძიება – სავსე  შინაარსიანი დისკუსიითა და შეჯიბრების სიყვარულით.

ავტორი: „ევრონიუსი“

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend