მთავარისაქართველოფეხბურთის ეროვნული ნაკრების ევროპული თავგადასავალი გრძელდება

ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ევროპული თავგადასავალი გრძელდება

საქართველო უკვე ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ითამაშებს! ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ გერმანიაში ჩასულმა ათიათასობით ქომაგმა ისტორიული გამარჯვების შემდეგ ქალაქ გელზენკირხენის ქუჩებში გადაინაცვლა.

გერმანიის ქალაქ გელზენკირხენში ქართველების თამაშმა მთელი საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა. UEFA-მ მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრებს ვრცელი სტატიაც მიუძღვნა. ისტორიის შემქმნელები ასე უწოდეს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს.

ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი 3 გოლით გიორგი მიქაუტაძეა, რომელსაც ამ წუთისთვის ინგლისის, საფრანგეთისა და ბელგიის ნაკრებებზე მეტი გოლი აქვს გატანილი.

„მე ვარ საქართველო!” – ეროვნული ნაკრების ამ სლოგანმა კიდევ ერთხელ გააერთიანა გულშემატკივრები მსოფლიოს ყველა კუთხეში. შემდეგი გაჩერება ქალაქი კიოლნი და ფურია როხაა, სადაც ამჯერად ესპანეთის ნაკრებთან ვითამაშებთ.

საქართველო კი დიდი წარმატებისთვის ბრძოლას განაგრძობს. ბრძოლას იმისთვის, რომ რაც შეიძლება დიდხანს ისმოდეს – საქართველო ევროპაზე.

მიხეილ ფურელიანი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend