მთავარიEUROPEN UNION„წარმატებითა და გამოწვევებით სავსე პროცესი“

„წარმატებითა და გამოწვევებით სავსე პროცესი“

25 ივნისს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან ოფიციალურად დაიწყო მოლაპარაკებები ევრობლოკში გაწევრებასთან დაკავშირებით. ორივე ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრების შესახებ განაცხადი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანა. ევროპელი ლიდერები ფიქრობენ, რომ ეს იქნება რთული, გამოწვევებით სავსე პროცესი, თუმცა ისინი მზად არიან, ამ ქვეყნებს ევროპულ გზაზე სვლაში დაეხმარონ.

ათი წლის წინ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ყირიმის ნახევარკუნძული დაიკავეს, რათა შეეჩერებინათ ქვეყნის დასავლეთთან დაახლოება. ეს იყო მოვლენათა ჯაჭვის ნაწილი, რომელმაც ორი მეზობელი ქვეყანა ომის გზაზე დააყენა.

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაჯა ლაბიბის თქმით, გაწევრების პროცესი რთული და ხანგრძლივი იქნება, თუმცა იგი პირობას დებს, რომ ევროპელი ლიდერები უკრაინის გვერდით იქნებიან. მათ ერთად უნდა ააშენონ უფრო ძლიერი, უსაფრთხო და აყვავებული ევროპა. მიზნის მისაღწევად კი ყველამ უნდა იმუშაოს.

რამდენად ასრულებს უკრაინა პირობებს და ობიექტური პროგრესის გათვალისწინებით მიდის თუ არა წინ, ამას წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ. თუმცა ლაბიბი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ამას შეძლებს, მათ ყოველ ნაბიჯზე ევროკავშირიც დაეხმარება. მისი თქმით, უკრაინა მარტო არ იქნება, ევროკავშირი ყოველთვის მის გვერდით იდგება.

რამდენიმე საათის შემდეგ მოლდოვამაც დაიწყო მოლაპარაკებები გაწევრებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენას ევროპულ გზაზე დასადგომად დიდი მნიშვნელობა აქვს, მოლაპარაკებები შესაძლოა რამდენიმე წელი გაგრძელდეს.

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაჯა ლაბიბი აღნიშნავს, რომ მოლდოვა ევროპის განუყოფელი ნაწილია საერთო ისტორიით, მემკვიდრეობითა და კულტურით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend