კატეგორიები

ნატოს ახალი გენერალური მდივანი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე გახდა

ნატოს ახალი გენერალური მდივანი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე გახდა

ნატომ თავის მომავალ გენერალურ მდივნად მარკ რუტე დანიშნა. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მსოფლიოს უსაფრთხოების უდიდეს ორგანიზაციას უხელმძღვანელებს. რუტეს დანიშვნა ნატოს ელჩებმა ბრიუსელში, 32 ქვეყნის ალიანსის შტაბ-ბინაში, გამართული შეხვედრის დროს დაამტკიცეს.

მარკ რუტემ დაარწმუნა დაარწმუნა სკეპტიკოსი, მათ შორის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, მხარი დაეჭირათ მისი კანდიდატურისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი კოლეგები რუტეს ოფიციალურად წარადგენენ, როგორც გენერალურ მდივანს, 9 ივლისს ნატოს 3-დღიან სამიტზე.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნატოს მომავალ გენერალურ მდივან მარკ რუტეს მიულოცა თანამდებობაზე არჩევა. სოციალურ მედია X-ზე გავრცელებულ განცხადებაში, საქართველოს პრეზიდენტმა ნდობა გამოუცხადა რუტეს ხელმძღვანელობას და ხაზი გაუსვა ნატოს როლის მნიშვნელობას გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

Related news
თურქეთი აცხადებს, რომ NATO-ს თავდაცვის სისტემამ ირანიდან გაშვებული მორიგი რაკეტა გაანეიტრალა გერმანიასა და ცენტრალურ ევროპაში ნატოს სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს
სხვა ამბები