კატეგორიები

ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ ე.წ. „ერთიანობის დეკლარაციას“ მოაწერა ხელი

ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ ე.წ. „ერთიანობის დეკლარაციას“ მოაწერა ხელი

ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ ე.წ. „ერთიანობის დეკლარაცია“ გააფორმა. დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, „გირჩი მეტი თავისუფლება“, „ახალი“, „ლელო“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, ფაქტობრივად იმეორებს პრეზიდენტის მიერ ინიციირებული ქართული ქარტიის შინაარსის ძირითად ნაწილს და გულისხმობს ერთობლივ მოქმედებას სამართლიანი არჩევნების ჩატარებისა და ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად.

დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები „ერთიანობის დეკლარაციაზე“ მიერთებას სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც სთავაზობენ. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა „ევროპულმა საქართველომ“. პარტია არ უერთდება ერთიანობის დეკლარაციას.

მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ ახალი პოლიტიკური ერთობა „ქართულ ოცნებას“ საფრთხეს ვერ შეუქმნის.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები