მთავარიევროპარუმინეთიბუქარესტში ტემპერატურამ ჩრდილში 40 გრადუსს მიაღწია

ბუქარესტში ტემპერატურამ ჩრდილში 40 გრადუსს მიაღწია

ბუქარესტში ტემპერატურამ ჩრდილში 40 გრადუსს მიაღწია. რესტორნების მეპატრონეები იძულებული გახდნენ, დასაქმებულებისთვის, რომლებიც სამზარეულოებში ღუმელებთან და გაზქურებთან მუშაობენ, სამუშაო საათები შეემცირებინათ და გახანგრძლივებული შესვენება დაეწესებინათ.

შეფმზარეულ იუსტიან მანეას თქმით,   გრილთან ახლოს, სავარაუდოდ, 50 გრადუსია. თუმცა თავს ნორმალურად გრძნობენ, რადგან რიგრიგობით მუშაობენ.

მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ სითბურ ტალღასთან დაკავშირებული განგაში კიდევ ორ დღეს გასტანს.

გასული 24 საათის განმავლობაში სასწრაფო სამედიცინო სამსახურში 1316 შეტყობინება შევიდა. ექიმების თქმით, მათ, საბედნიეროდ, ძალიან ცოტა მანქანა ჰყავთ, რომლებსაც კონდიციონერი არ აქვთ, შესაბამისად, ასეთ ამინდში მათ არც იყენებენ.

რუმინეთში ტემპერატურის მატება გასულ კვირას დაიწყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend