კატეგორიები

თბილისის ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია ივლისიდან დაიწყება

თბილისის ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია ივლისიდან დაიწყება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია ივლისში დაიწყება.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახა აბულაძის განცხადებით, რეგისტრაცია სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე წარიმართება.

“რეგისტრაციის პირველი ეტაპი 8 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყება და 14 ივლისს 00:00 საათამდე გაგრძელდება, ხოლო რეგისტრაციის მეორე ეტაპი 15 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყება და 21 ივლისს 00:00 საათამდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე დარეგისტრირდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები.

მესამე ეტაპი კი საყოველთაო რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელიც 22 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყება.

რეგისტრაციის გავლას ყველა ის ბავშვი შეძლებს, რომელსაც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 16 სექტემბრის მდგომარეობით, ორი წელი შეუსრულდება.

იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს საცხოვრებელ ადგილთან ახლომდებარე რაიონულ სერვის ცენტრს ან სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს”, – განაცხადა კახა აბულაძემ.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები