კატეგორიები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო არ გაიზიარა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო არ გაიზიარა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო არ გაიზიარა. სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ წარუდგინა.

პარლამენტში სამი მოსმენით მიღებული კანონის თანახმად, თუ ცესკომ გადაწყვეტილება არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერით ვერ მიიღო, წინადადებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება და მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ მას მხარს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების თანახმად, კოდექსში შეტანილი ცვლილებები შეამცირებს ოპოზიციის ჩართულობის ხარისხსა და ცესკოს ლეგიტიმაციას.

კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა კანონის პირვანდელ რედაქციას. საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს პლენარულ სხდომაზე დაძლევას გეგმავს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები