რუსეთის სამხრეთ დასავლეთის როსტოვის რეგიონის გუბერნატორის ინფორმაციით, აზოვის დასახლებაზე დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობის რამდენიმე საცავში ხანძარი გაჩნდა.
ამასთან, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურა, რომ თებერვალში უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული შორი მოქმედების რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რასაც ეკიპაჟის ათი წევრი ემსხვერპლა. საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინის საზენიტო სარაკეტო ბრიგადის მეთაურის დაკავების ორდერი გასცა.
უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსეთი აძლიერებს შეტევებს და ცდილობს უფრო მეტი ტერიტორიის დაკავებას, სანამ უკრაინა დასავლეთიდან დახმარებასა და საბრძოლო მასალას მიიღებს.
Today, I would like to thank our warriors. Those who were able to turn this page of the war, which Putin intended to dedicate to his offensive but which ended up being another mistake for Russia.
I thank everyone who is defending Kharkiv, repelling attacks in Pokrovsk and other… pic.twitter.com/RJMJiveTe0
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) June 18, 2024
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინული ძალები ეტაპობრივად დევნიან ოკუპანტებს ხარკივის რეგიონიდან. იგი მადლობას უხდის ყველა დამცველსა და დანაყოფს, რომლებიც ერთგულად ასრულებენ თავიანთ დავალებებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ტყვეთა გაცვლისთვის ავსებს მათ ე.წ. ფონდს რუსი ჯარისკაცებით.
უკრაინის აღმოსავლეთ-ცენტრალურ პოლტავის რეგიონზე კი რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 ბავშვი. თავდასხმის დროს დაზიანდა სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც 55 000 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსულმა მხარემ იერიში ფრთოსანი რაკეტებით მიიტანა.